Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივლისს, ღამით, ვაშლიჯვარში სამართალდამცავები


20 ივლისს, ღამით, ვაშლიჯვარში სამართალდამცავები ეძებდნენ ეჭვმიტანილს, რომელმაც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე, ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას

20 ივლისს, ღამით, ვაშლიჯვარში სამართალდამცავები ეძებდნენ ეჭვმიტანილს, რომელმაც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე, ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას
ხალხში ხელყუმბარა ისროლა. თვითმხილველების თქმით, ვაშლიჯვარში სროლა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ისმოდა. ვრცელდება მრავალი ვერსია: ერთ-ერთის მიხედვით სამართალდამცავების მიერ დაკავებული ეჭვმიტანილი - ვოვა არუთინოვი მძიმედ არის დაჭრილი. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ წყაროს არ დაუდასტურებია. დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ სამართალდამცავებმა დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს ეჭვმიტანილის დედა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი სახლში ბოლო სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის ფოტოსურათები 18 ივლისს გაავრცელა. მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, ძებნილი 25-35 წლის, 175-180 სანტიმეტრის სიმაღლის შავგვრემანი მამაკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციისთვის 150 ათასი ლარის ოდენობის ჯილდოც კი დააწესა. ჯერჯედრობით უცნობია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ეძებდნენ სამართალდამცავები ეჭვმიტანილს სწორედ ვაშლიჯვარში. გავრცელებული ცნობით, 20 ივლისს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები.
XS
SM
MD
LG