Accessibility links

საქართველოს მთავრობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ


საქართველოს მთავრობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ცალმხრივ ვალდებულებას ვერ აიღებს და ამ საკითხის მოსაგვარებლად დახმარებას ისევ

საქართველოს მთავრობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ცალმხრივ ვალდებულებას ვერ აიღებს და ამ საკითხის მოსაგვარებლად დახმარებას ისევ
ევროკავშირისგან ითხოვს.ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვულმა ოთხშაბათს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ზურაბიშვილის განმარტებით, ამჟამად საზღვარგარეთ მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა 90% არალეგალური მიგრანტია, რაც იმ ქვეყნებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა საქართველოს ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე მიგრანტთა უპირობოდ დაბრუნების შესაძლებლობას არ იძლევა. სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოელი კოლეგებისათვის უნდა მოამზადოს პრობლემის მოგვარების პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს, მიგრაციის კვოტის მიცემას საქართველოსათვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ლეგალურად შეაღწევენ. ამავე პროგრამით გათვალისწინებული უნდა იყოს არალეგალთა ფინანსური დახმარების, მათი პროფესიული გადამზადების დაფინანსებისა თუ სხვა ღონისძიებები.
XS
SM
MD
LG