Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარის ეკლესიაში


ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარის ეკლესიაში დროებით შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოები

ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარის ეკლესიაში დროებით შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქართველებისა და სომხების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯვახეთის რეგიონში, გოგა ხაჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამსარში სტუდენტებს და მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტის გაღრმავების არავითარი საფუძველი აღარ არსებობს. 17 ივლისის ახალქალაქის რაიონის სოფელ სამსარში მე-10 საუკუნის ქართული ეკლესიის გასაწმენდად ჩასულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ მუშაობის დაწყების საშუალება არ მისცა. სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებული ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდა. ქართველ სტუდენტებთან ერთად, გავრცელებული ცნობით, ნაცემია რამდენიმე მონაზონი.
XS
SM
MD
LG