Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკრიტიკებს ჩინეთს


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკრიტიკებს ჩინეთს, რადგანაც ეს ქვეყანა არ გამოხატავს თანამშრომლობის სურვილს - სიცოცხლისთვის საშიშ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკრიტიკებს ჩინეთს, რადგანაც ეს ქვეყანა არ გამოხატავს თანამშრომლობის სურვილს - სიცოცხლისთვის საშიშ
დაავადებასთან, ეგრეთ წოდებულ ფრინველის გრიპთან ბრძოლის საქმეში.განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობას ჯერაც არ მიუცია თანხმობა ექსპერტთა სასწრაფო მოთხოვნისთვის, რომელიც სინცზიანის პროვინციაში მათ შეშვებას გულისხმობს. ვრცელდება ცნობა, რომ ყაზახეთთან მოსაზღრე სინცზიანის პროვინციაში "ფრინველის გრიპის" ახალი, მწვავე კერა გაჩნდა. ჩინეთმა პასუხი დაუგვიანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასაც, რომელიც ითხოვდა მონაცემებს პროვინცია ცინხაიში დაღუპული ათასობით ფრინველის შესახებ.
XS
SM
MD
LG