Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიის


ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიის სუნიტი წევრები ქვეყნის მთავრობას კატეგორიულად სთხოვენ 19 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული

ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე კომისიის სუნიტი წევრები ქვეყნის მთავრობას კატეგორიულად სთხოვენ 19 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული
მოკლული 2 სუნიტის საქმის საფუძლიან გამოძიებას. მოკლულები ასევე მუშაობდნენ ერაყის კონსტიტუციის შექმნაზე. პოლიციის მიერ ზედმიწევნით კარგად დაცულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებამდე, კომისიის სუნიტი წევრები ბოიკოტს აცხადებენ. ამის შესახებ დღის პირველ ნახევარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ადნან ჯალაბი იუწყებოდა: (ადნან ჯალაბის ხმა) " შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისის წევრებმა შემატყობინეს, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, ისინი იძულებული არიან კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესს გამოეთიშონ". მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ სუნიტების ბოიკოტმა შესაძლოა ერაყის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი შეაფერხოს. თუმცა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ჰამამ ჰემაუდის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ერაყის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე ერთი კვირით ადრე დასრულდება და ის ეროვნულ ასამბლეას აგვისტოს პირველ კვირაში გადაეცემა. აქვე კიდევ ერთი ცნობა ერაყიდან: 20 ივლისს თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებას ბაღდადში 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ – 24 მძიმედ დაიჭრა. ინციდენტი მოხდა სამხედრო ცენტრთან, სადაც, დასაქმების მსურველი მოხალისეები იყვნენ შეკრებილი.
XS
SM
MD
LG