Accessibility links

logo-print

ისრაელის პარლამენტმა (41 ხმით 69-ის


ისრაელის პარლამენტმა (41 ხმით 69-ის წინაარმდეგ) უარყო წინადწადება, რომელიც ღაზის სექტორიდან ჯარების გამოყვანის ერთი წლით გადადებას გულისხმობდა.

ისრაელის პარლამენტმა (41 ხმით 69-ის წინაარმდეგ) უარყო წინადწადება, რომელიც ღაზის სექტორიდან ჯარების გამოყვანის ერთი წლით გადადებას გულისხმობდა.
და ამით ღაზის სექტორიდან ჯარების გამოყვანის მოწინააღმდეგეებისთვის პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდი ამოიწურა კიდეც. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ჯარებისა და მოსახლეების მიერ ღაზის სექტორის დატოვება აგვისტოს შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი. ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისრაელის ათასობით მოქალაქის საპროტესტო მსვლელობის გამო, ქვეყნის პოლიციამ განგაშის უმაღლესი საფეხურიც კი გამოაცხადა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ღაზის სექტორის ებრაული დასახლებებისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, დემონსტრანტებმა დაშლა დაიწყეს. ვრცელდება ცნობა, რომ მემარჯვენე რადიკალები საპროტესტო აქციებით კვლავაც იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG