Accessibility links

logo-print

რუსეთის მთავრობამ მოიწონა ნარკომანიის წინააღმდეგ


რუსეთის მთავრობამ მოიწონა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პროგრამა.

რუსეთის მთავრობამ მოიწონა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პროგრამა.
ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ჟუკოვის განცხადებით, ახალ პროგრამას წინა პროგრამებზე უფრო გარკვევით ჩამოყალიბებული მიზნები აქვს: [ჟუკოვის ხმა] “პროგრამით გათვალისწინებულია ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ამსახველი ზუსტი მაჩვენებლების მოყვანა. ვფიქრობ, შევძლებთ ყოველ წელს მოვისმინოთ შედეგები და, შესაბამისად, მივიღოთ გადაწყვეტილებები პროგრამის საჭირო ცვლილებაზე”. რუსეთის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ინფორმაციით, შარშან ქვეყანაში 490 000-მდე ნარკომანი იყო აღრიცხული. თუმცა, ზოგი წყაროს მიხედვით (მათ შორის არის რუსეთში წამყვანი ექსპერტი, ალექსანდრ ფიოდოროვი), ნარკომანების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია - შესაძლოა, 6 მილიონს აღწევდეს.
XS
SM
MD
LG