Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს


აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, 27 წლის ვლადიმირ არუთინოვმა,

აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, 27 წლის ვლადიმირ არუთინოვმა,
როგორც იუწყებიან, აღიარა, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე მართლაც მან ისროლა ხელყუმბარა. არუთინოვი ოთხშაბათს საღამოს ვაშლიჯვრის დასახლებაში დააკავეს. მან წინააღმდეგობა გაუწია ოპერაციის მონაწილეებს. ატყდა სროლა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე. ეჭვმიტანილი არუთინოვი კი დაიჭრა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიუსამძიმრა დაღუპული ზურაბ ქვლივიძის ოჯახს და დასძინა, რომ ეჭვმიტანილზე ინფორმაციის მიწოდებისთვის დაწესებული ჯილდო - 150 ათასი ლარის ოდენობით - რამდენიმე ადამიანს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG