Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიციის უფროსის, იან ბლერის


ლონდონის პოლიციის უფროსის, იან ბლერის განცხადებით, დღეს ლონდონში 4-ვე აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა,

ლონდონის პოლიციის უფროსის, იან ბლერის განცხადებით, დღეს ლონდონში 4-ვე აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა,
რაც იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ აფეთქებები კოორდინირებული იყო. დაშავდა ერთი ადამიანი. მეთოდის თვალსაზრისით, დღევანდელი აფეთქებები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ლონდონში ორი კვირის წინ, 7 ივლისს მოწყობილი მძლავრი აფეთქებებისაგან, რომლებმაც 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 700-მდე კაცი დაჭრა.
პოლიციის მეთაურის განცხადებით, 4 აფეთქებიდან 3 მეტროში მოხდა, ერთი კი ავტობუსში - ზუსტად ისე, როგორც 7 ივლისს. მაგრამ, პოლიციის განცხადებით, ბომბებით მასშტაბური აფეთქებების მოწყობა ვერ მოხერხდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტოლნი ბლერმა დღეს უშიშროების უწყებების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების შემდეგ გამოთქვა ვარაუდით, რომ დღევანდელი აფეთქებების მიზანი ხალხის დაშინება იყო. [ტონი ბლერის ხმა] “ვიცით, რატომაც კეთდება ასეთი რამ: კეთდება იმისათვის, რომ ხალხი დააშინონ, შეაშფოთონ. საბედნიეროდ, ამჯერად, როგორც ჩანს, მსხვერპლი არ არის. პოლიციამ საუცხოოდ იმუშავა, ისევე როგორც უშიშროების სამსახურებმა. და ვფიქრობ, ამაზე მშვიდად რეაგირება გვამრთებს”. მეტროს მუშაობა, უმეტესწილად, განახლებულია და, როგორც რეპორტიორები იუწყებიან, ლონდონში იმედი აქვთ, რომ ხალხი, ვინც გარეუბნებში ცხოვრობს, ამაღამვე შეძლებს შინ დაბრუნებას. დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG