Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიციამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა


ლონდონის პოლიციამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, ეძებონ ლონდონში ხუთშაბათს აფეთქებების მოწყობის მცედლობაში ეჭვმიტანილები.

ლონდონის პოლიციამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, ეძებონ ლონდონში ხუთშაბათს აფეთქებების მოწყობის მცედლობაში ეჭვმიტანილები.
ლონდონის პოლიციის უფროსი იან ბლერი ამ მოწოდებით გამოვიდა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ლონდონის მეტროში მამაკაცს ესროლა და მოკლა. "ეს სროლა პირდაპირ უკავშირდება ანტიტერორისტულ ოპერაციას", - აღნიშნა ლონდონის პოლიციის უფროსმა, რომლის თქმითაც, წუხს მეტროში მამაკაცის მოკვლის გამო - მაგრამ ის, გაფრთხილების მიუხედავად არ დაემორჩილა პოლიციას. ადრე გავრცელებული ცნობებით, მოკლული - დაუდასტურებელი ეჭვით - თვითმკვლელი ამფეთქებელი იყო. დღესვე პოლიციამ გაავრცელა ოთხი ეჭვმიტანილის ვიდეოგამოსახულებები და გაავრცელა ცნობა, რომ ხუთშაბათს არშემდგარ აფეთქებებთან დაკავშირებით დღეს ერთი ადამიანი დააპატიმრა. 21 ივლისის არშემდგარ თავდასხმებამდე ორი კვირით ადრე ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოთხმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქებები. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG