Accessibility links

logo-print

ქართული მხარე აფხაზ სეპარატისტებს ცეცხლის


ქართული მხარე აფხაზ სეპარატისტებს ცეცხლის გაუხსნელობის გარანტიას აძლევს

ქართული მხარე აფხაზ სეპარატისტებს ცეცხლის გაუხსნელობის გარანტიას აძლევს
და კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით სთავაზობს. ამის შესახებ, როგორც იუწყებიან, ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ქართული მხარე ხვალ გაუგზავნის აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. დოკუმენტი დღეს თბილისში წარადგინეს მოლაპარაკებაზე, რომელიც აფხაზური მხარის გამოუცხადებლობის მიუხედავად გაიმართა საქართველოში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ჰაიდი ტალიავინის თავმჯდომარეობით, მეგობარი ქვეყნების ჯგუფისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG