Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართული


თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართული გემების ჩაძირვით იმუქრება.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართული გემების ჩაძირვით იმუქრება.
სერგეი ბაღაფშის თქმით, გემებს ჩაძირავენ მათი “აფხაზეთის აკვატორიაში” შესვლის შემთხვევაში. ინფორმაციით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ჯეო-ჰოტ-ნიუსი" ავრცელებს, ბაღაფშმა შესაბამისი ბრძანება უკვე მისცა საჯარისო დანაყოფებს. ამ შესახებ ბაღაფშმა დღეს სოხუმში აღნიშნა ფრანგ დიპლომატებთან, მათ შორის საქართველოში საფრანგეთის ელჩთან საუბრისას. ამავე შეხვედრის მონაწილე სერგეი შამბამ, რომელიც სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრია, აღნიშნა, რომ სოხუმი არ აპირებს უარის თქმას ქართულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რადგან ამ პროცესში ხედავს კონფლიქტის მოგვარების ორივე მხარისთვის მისაღები გზების მიკვლევის საშუალებას.
XS
SM
MD
LG