Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას დროებით ისევ


საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას დროებით ისევ ზაზა შენგელია უხელმძღვანელებს.

საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას დროებით ისევ ზაზა შენგელია უხელმძღვანელებს.
ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ ვერ გააკეთა არჩევანი თავის მიერვე შერჩეულ კანდიდატებს შორის. სამეეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის განმარტებით: [თარხნიშვილის ხმა] "საბჭომ ვერ მიაღწია კონსენსუსს. ამის გამო ჩატარდა კენჭისყრა და, სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, ანუ 5 ხმა, რის შედეგადაც ამ კონკურსს გამარჯვებული არა ჰყავს. რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭო გამოაცხადებს ხელახალ კონკურსს". ხელახალი კონკურსი იმავე პირობებით და იმავე კრიტერიუმებით გამოცხადდა - განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 6 აგვისტო.
XS
SM
MD
LG