Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით იუწყებიან, რომ


ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით იუწყებიან, რომ დააკავეს პირები,

ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით იუწყებიან, რომ დააკავეს პირები,
რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ გასულ თვეში ჩეჩნეთის სოფელ ბოროძინოვსკაიაში არმიის მიერ მოწყობილ რეიდში. სახელმწიფო კონსტროლს დაქვემდებარებული ტელეკომპანია "ო-ერ-ტე" იუწყება ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, "როსიისკაია გაზეტა" კი, ჩეჩნეთის პრეზიდენტ ალუ ალხანოვისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დააკავეს, როგორც ჩანს, რამდენიმე კაცი - მათს რიცხვს არ აკონკრეტებენ. რუსული სპეცდანიშნულების რაზმი 4 ივნისს შეიჭრა დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ეთნიკური ავარების სოფელში, ბოროძინოვსკაიაში, მოკლა 2 და თან წაიყვანა 11 ადამიანი. დანარჩენებს, როგორც იუწყებიან, დაღესტანში წასვლა აიძულეს. პარასკევს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკი იყო ამ სოფლის 100-მდე მკვიდრზე, ვინც მორიგი რეიდის შიშით დაღესტანს მიაშურა.
XS
SM
MD
LG