Accessibility links

logo-print

ლონდონის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც


ლონდონის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც გუშინ მეტროში ესროლეს და მოკლეს პოლიციელებმა,

ლონდონის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც გუშინ მეტროში ესროლეს და მოკლეს პოლიციელებმა,
არ იყო დაკავშირებული ხუთშაბათს ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აფეთქებების მოწყობის მცდელობასთან. პოლიციის განცხადებაში, მამაკაცის მოკვლა მოხსენიებულია ტრაგედიად და ნათქვამია, რომ ამ ტრაგედიის გამო "ლონდონის პოლიცია სინანულს გამოთქვამს". პოლიციავე იუწყება, რომ, სავარაუდოდ, დადგენილია მამაკაცის ვინაობა, თუმცა ოფიციალური გამოძიება გრძელდება. მამაკაცი, რომელსაც სქელი პალტო ეცვა პარასკევს, მეტროს სტოკველის სადგურში მოკლეს - პოლიციელებმა იფიქრეს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა. ამასობაში, გრძელდება ხუთშაბათს აფეთქებების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილების ძებნა. პოლიციაში მიმდინარეობს ორი დაკავებულის დაკითხვა.
XS
SM
MD
LG