Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 ივლისს ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელმა


24 ივლისს ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელმა – იან ბლერმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში პოლიციის მიერ ბრაზილიელი მამაკაცის მკვლელობის გამო (რომელიც პოლიციელს ტერორისტი ეგონა).

24 ივლისს ლონდონის პოლიციის ხელმძღვანელმა – იან ბლერმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში პოლიციის მიერ ბრაზილიელი მამაკაცის მკვლელობის გამო (რომელიც პოლიციელს ტერორისტი ეგონა).
კვირას, ტელევიზიით გამოსვლისას, ბლერმა თქვა, რომ ლონდონის პოლიცია ამ ტრაგიკული შემთხვევის პასუხისმგებლობას ბოლომდე საკუთარ თავზე იღებს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ პოლიციას სხვა გზა არ რჩება, თუკი მას სჯერა, რომ პიროვნება, სადაცაა, ბომბას ააფეთქებს. 27 წლის ბრაზილიელი მამაკაცი პოლიციამ ლონდონის მეტროში გასულ პარასკევს მოკლა. ამ ამბვმა შეძრა ბრაზილიის მთავრობა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება. აი რა განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩელსო ამორიმმა: (ამორიმის ხმა) "ასეთია რეაქცია ბრაზილიაში – შოკი და დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლოა უდანაშაულო ადამიანი ასე დაზარალდეს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერორიზმთან ბრძოლას, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე რომ არ შეიწირო".
XS
SM
MD
LG