Accessibility links

logo-print

24 ივლისს ერაყში სხვადასხვა ტიპის


24 ივლისს ერაყში სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პოლიციის განყოფილებასთან, თვითმკვლელის მიერ

24 ივლისს ერაყში სხვადასხვა ტიპის თავდასხმებს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პოლიციის განყოფილებასთან, თვითმკვლელის მიერ
თავის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 25 - დაიჭრა. ინციდენტის შედეგად დაინგრა სულ მცირე ერთი შენობა და დაიმტვრა 22 ავტომანქანა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობას პოლიციელები წარმოადგენენ. მოკლულია პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც. 24 ივლისს ერთ-ერთ თავდასხმას შეეწირა ქალაქ სამარის საბჭოს თავმჯდომარე ტაჰა ჰინდერაც. სამარა ერაყიდან, ჩრდილოეთით, 95 კილომეტრით არის დაშორებული. ერაყის პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 ივლისს პარლამენტმა ქვეყნის უსაფრთხოების ახალი გეგმა დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG