Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარმ ელ-შეიხის აფეთქებების გამოძიებასთან


შარმ ელ-შეიხის აფეთქებების გამოძიებასთან დაკავშირებით ეგვიპტეში რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დაკავებულთა რიცხვი 70-ს აღწევს.

შარმ ელ-შეიხის აფეთქებების გამოძიებასთან დაკავშირებით ეგვიპტეში რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, დაკავებულთა რიცხვი 70-ს აღწევს.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შარმ ელ-შეიხის ტერაქტებს საერთო ჰქონდეთ გასულ წელს - საკურორტო ქალაქ ტაბაში მომხდარ ტერაქტთან. შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს, ღამით შარმ ელ-შეიხში მომხდარ 3 აფეთქებას სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის, შვიდი – უცხოელი ტურისტია. ტერაქტების შედეგად დაშავდა დაახლოებით 200 ადამიანი, მათგან ბევრის მდგომარეობა – კრიტიკულია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ორმა ექსტრემისტულმა დაჯგუგებამ აიღო: ერთი მათგანი ალ-ყაიდას უკავშირდება, ხოლო მეორე – ადგილობრივი წარმოშობისაა. ეგვიპტეს მასობრივად ტოვებენ ტურისტები. შარმ ელ-შეიხის აეროპორტის ხელმძღვანელთა ცნობით, ჩარტერული რეისების საშუალებით, წითელი ზღვის კურორტი დაახლოებით 6 ათასმა (ძირითადად - ევროპელებმა) ტურისტმა, უკვე დატოვა.
XS
SM
MD
LG