Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური


ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებმა 10 მაისის ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი ვლადიმერ არუთიუნიანის საცხოვრებელ სახლში და სარდაფში ჩხრეკა ჩაატარეს

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებმა 10 მაისის ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი ვლადიმერ არუთიუნიანის საცხოვრებელ სახლში და სარდაფში ჩხრეკა ჩაატარეს
და ეჭვმიტანილის დედა, ანჟელა არუთიუნიანი დაკითხეს. ამერიკელ ექსპერტთა 25-კაციანი ჯგუფი ვაშლიჯვარში კვირას დილიდან მუშაობდა. ფაქტთან დაკავშირებით მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ეჭვმიტანილის დაკავების დღეს სამართალდამცავებმა არუთიუნიანის სარდაფში საეჭვო ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სათავსო დაილუქა და მის დაცვას, საქმეში ამერიკელ ექსპერტთა ჩართვამდე, პოლიცია ახორციელებდა. ვლადიმერ არუთიუნიანი ოთხშაბათს საღამოს ვაშლიჯვრის დასახლებაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას სამი ჭრილობა აქვს მიღებული და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ეჭვმიტანილს ბრალი ჯერჯერობით პოლიციელის მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის აქვს წაყენებული.
XS
SM
MD
LG