Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ტერორიზმის


მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობს,

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობს,
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას კი პროვოკაციებისაგან თავშეკავებას ურჩევს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საღამოს, გორის ტერაქტის გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის. მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ დაკავებულ იქნა 1 თებერვლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი სამი პირი. მერაბიშვილის მტკიცებით, ტერაქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, პოლკოვნიკმა ანატოლი სისოევმა დაგეგმა. თბილისში გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვა, მიუხედავად იმისა, რომ - გამოძიების მონაცემების თანახმად - ტერაქტის მოწყობაში რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. სააკაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და მზად არის, ყველა საკითხი ცივილიზებული დიალოგის გზით მოაგვაროს.
XS
SM
MD
LG