Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ბიშკეკში ჩადის დღეს, სადაც ყირგიზეთში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ბიშკეკში ჩადის დღეს, სადაც ყირგიზეთში
ამერიკის სამხედრო ბაზების შემდგომი დარჩენის საკითხზე გამართავს მოლაპარაკებას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ამასწინანდელ უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაისმა მოწოდებები ვაშინგტონის მისამართით - დაასახელოს შუა აზიის ქვეყნებიდან თავისი სამხედრო ბაზების გატანის თარიღი. ამის კვალობაზე, ამერიკის სამხედრო კონტინგენტის ყოფნის საკითხი ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაქიევმა წამოჭრა. "ჩვენი მთავრობა, თქმა არ უნდა, უხერხულ მდგომარეობაშია. უწინარესად საჭიროა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ინტერესების დაცვა. მეორეს მხრივ კი, ყირგიზეთს კარგი ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან, რომელიც ამთავითვე ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას" - განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატმა ყუბათბეკ ბაიბოლოვმა.
XS
SM
MD
LG