Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ელჩმა ისლამაბადში კატეგორიულად უარყო


ეგვიპტის ელჩმა ისლამაბადში კატეგორიულად უარყო

ეგვიპტის ელჩმა ისლამაბადში კატეგორიულად უარყო
პაკისტანელ მოქალაქეთა ყოველგვარი მონაწილეობა ტერორისტულ აქტებში, რაც შაბათს მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-აშ-შეიხში. თავდაპირველად ეგვიპტის პოლიციამ გამოაცხადა ძებნა 6 პაკისტანელზე, რომლებმაც თავიანთი პასპორტები დატოვეს სასტუმროში და არ დაბრუნებულან მათ წასაღებად. ორშაბათს გავრცელდა ცალკეული ცნობები სინას მთებში პაკისტანელ მოიერიშეებთან მომხდარი ორმხრივი სროლის შესახებ. ზუსტი დეტალები ამ შეტაკებისა არაა ცნობილი. პასუხისმგებლობა ეგვიპტის ქალაქ შარმ-აშ-შეიხში მომხდარი აფეთქებებისთვის, რამაც 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამმა, ერთმანეთთან არანაირად დაკავშირებულმა ისლამურმა დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე.
XS
SM
MD
LG