Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ამსტერდამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


სასამართლომ ამსტერდამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მოჰამედ ბუიერის,

სასამართლომ ამსტერდამში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მოჰამედ ბუიერის,
რომელმაც ჰოლანდიელი კინორეჟისორი თეო ვან გოგი მოკლა. მაროკოელი იმიგრანტი მშობლების ჰოლანდიაში დაბადებულმა მოჰამედ ბუიერიმ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით გასულ ნოემბერს მოკლა ვან გოგი ცენტრალური ამსტერდამის ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში. ბუიერიმ სასამართლოაზე განაცხადა, რომ შური იძია ჰოლანდიელ კინორეჟისორზე მუსულმან ქალთა ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმისთვის, რომელიც, როგორც ბუიერს მიაჩნია, ისლამს შეურაცყოფს. ამ მკვლელობამ რასობრივი და რელიგიური დაძაბულობა გამოიწვია ჰოლანდიაში.
XS
SM
MD
LG