Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ


ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ,

ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ,
რომელიც აგვისტოში გადასცემს ქვეყნის მართვის სადავეებს თავის მემკვიდრეს მაჰმუდ აჰმადინეჯადს დღეს განაცხადა, რომ ისლამიზმისგან ისლამის გამიჯვნა მიაჩნია მის ყველაზე დიდ მიღწევად ირანის პრეზიდენტად ყოფნის დროს. პრეს-კონფერენციაზე თეირანში ხათამიმ თქვა, რომ ისლამს მან ახალი საერთაშორისო იმიჯი შესძინა, როცა მკვეთრად გამიჯნა თალიბანისა და ალ-ყაიდის ისლამიზმისგან. მოჰამად ხათამი სიამაყით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ისლამი წარმოაჩინა რელიგიად, რომელიც სავსებით ეთანადება თავისუფლებას, დემოკრატიასა და პროგრესს. ხათამიმ განაცხადა აგრეთვე, რომ თანამემამულეებს საკუთარი აზრის გამოთქმის, აგრეთვე მთავრობის გაკრიტიკების მეტი თავისუფლება მიანიჭა.
XS
SM
MD
LG