Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადში შეერთებული შტატების თავდაცვის


დღეს ბაღდადში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა

დღეს ბაღდადში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა
მოლაპარაკება გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრთან იბრაჰიმ ჯაფარისთან. მხარეებმა განიხილეს ერაყიდან მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების გაყვანის პერსპექტივა იმ დროისთვის, როცა უშიშროების ადგილობრივი ძალები მომძლავრდება და თავად შეძლებს ერაყში სტაბილური მშვიდობის დამყარებას.
ერაყში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ კეისიმ ჟურნალისტებთან საუბარში ივარაუდა, რომ ერაყიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
[ჯორჯ კეისის ხმა]"თუ პოლიტიკური პროცესი დადებითად განვითარდა, თუ უშიშროების ძალების განმტკიცება ისე წარიმართა, როგორც ახლა მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, მნიშვნელოვნად შევამციროთ ჩვენი ძალების რიცხობრივი შემადგენლობა არჩევნების შემდეგ, ანუ მომავალი წლის გაზაფხულზე და ზაფხულში." აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ერაყის ლიდერებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა და მიიღონ იგი.
XS
SM
MD
LG