Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში პოლიციამ დააპატიმრა


ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში პოლიციამ დააპატიმრა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოთხი მამაკაცი.

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში პოლიციამ დააპატიმრა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოთხი მამაკაცი.
საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ერთი-ერთი მათგანი იასინ ჰასან ომარია. ამავე ცნობების თანახმად, პოლიციას ხელთა აქვს სამხილი, რომ ჰასან ომარი 21 ივლისს, ლონდონში, წარუმატებელი აფეთქების მცდელობაში მონაწილეობდა. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ომარის დაკავების ფაქტი. და არც დანარჩენი სამი დაკავებულის ვინაობა გაუმხელია.
დღესვე, ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლუტონის აეროპორტში დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. იუწყებიან, რომ დაპატიმრება მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ეჭვმიტანილი საფრანგეთის ქალაქ ნიმში მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომას აპირებდა.
XS
SM
MD
LG