Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხთან


გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას მიიღებს.

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას მიიღებს.
ამასთან, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს აფხაზურ მხარეს, განიხილოს საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამ მიზნით ქართულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკების გამართვას ითვალისწინებს. დღეს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებში, ირაკლი ალასანია. მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა ახალი დოკუმენტი, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებსა და დევნილთა დაბრუნების შესახებ ახალ პუნქტებს შეიცავს.
XS
SM
MD
LG