Accessibility links

logo-print

იაპონია მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს


იაპონია მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას,

იაპონია მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას,
რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში შემავალი სტრუქტურების განახლების პროგრამითაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნობუტაკა მატიმურამ განაცხადა. "ჩინეთი - ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია აზიისა უშიშროების საბჭოში. არ მგონია, რომ ასე უნდა იყოს მომავალშიც. ავიღოთ სამხრეთი ამერიკა - მას საერთოდ არა ჰყავს თუნდაც ერთი მუდმივი წევრი საბჭოში. არც აფრიკას ჰყავს ამგვარი წარმომადგენელი. აუცილებლად მიმაჩნია გაეროს უშიშროების საბჭოში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების უფრო სბალანსირებული წარმომადგენლობა" - განაცხადა ნობუტაკა მატიმურამ.
XS
SM
MD
LG