Accessibility links

ირლანდიის რესპუბლიკური არმია სწყვეტს შეიარაღებულ ბრძოლას


ანდრო ეული, პრაღა იმ დროს, როცა ბრიტანეთი 21 ივლისის წარუმატებელი ტერორისტული თავდასხმის მონაწილეთა ძიებაშია,

მეორე ტერორისტული ორგანიზაცია ყველას გასაგონად სამშვიდობო განცხადებას აკეთებს. ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ "ომი ჩრდილოეთი ირლანდიის" დამოუკიდებლობისათვის" ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელიც სამოციან წლებში დაიწყო, დამთავრებულია.


ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობის განცხადება ამ ორგანიზაციის წევრმა შოუნ უელშმა წაიკითხა ტელეეთერში {შოუნ უელშის ხმა}: "ჩვენი ორგანიზაციის ყველა შენაერთს ნაბრძანები აქვს - დაყარონ იარაღი. მოხალისეებს მიეთითათ წვლილი შეიტანონ პოლიტიკური და დემოკრატიული პროგრამების შემუშავებაში, რაც მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებზე იქნება დაფუძნებული. ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა მოხალისეებს - ეკრძალებათ".

განცხადებაში განთქვამია აგრეთვე, რომ იარაღის ჩაბარების ცერემონიალზე დასწრება შეუძლიათ როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებსაც. ამ განცხადებას უდიდესი კმაყოფილებით შეხვდა ბრიტანეთის მთავრობა და მრავალი პოლიტიკოსი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა {ტონი ბლერის ხმა}: "ეს ალბათ ის დღეა, როცა უსაფუძვლო ოპტიმიზმისა და არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, ბოლოს, მშვიდობამ - ომი, პოლიტიკამ - ტერორი შეცვალა ირლანდიაში".

ცალკეული პოლიტიკოსები პროვინციაში, ძირითადად რესპუბლიკური, კათოლიკური წრეებიდან, და არა მარტო პარტია შინ ფეინი, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს, ოპტიმისტურად შეხვდნენ ასევე ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას.

სამაგიეროდ, ჩვეულ სიფრთხილეს იჩენს მრავალი პროტესტანტი პოლიტიკოსი, ვინც ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში ჩრდილოეთ ირლანდიის დარჩენას უჭერს მხარს. სკეპტიკურადაა განწყობილი ზოგიერთი ექსპერტიც, ვინც იხსენებს წარსულში გაკეთებულ არაერთ მსგავს განცხადებას, რაც სულ მალე იქნა შემდგომ დარღვეული ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ.

როგორც ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი პოლიტოლოგი დევიდ კარლტონი აღნიშნავს, თავად იმ ფაქტმა, რომ ტერორიზმმა დღეს მთელი მსოფლიო აღაშფოთა, ალბათ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილებამ - წერტილი დაუსვას ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის შეიარაღებულ ბრძოლას.
დევიდ კარლტონს ნაადრევად მიაჩნია ის ოპტიმიზმი, ბრიტანეთის მთავრობის წევრებში რომ გამოიწვია ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილებამ. კარლტონს არაერთი თანამოაზრე გამოუჩნდა ამ მხრივ ლონდონში.

"თუ გჯერათ, რომ ირლანდიის რესპუბლიკური არმია მართალს ამბობს, მაშინ სულ სხვა სამყაროში ცხოვრობთ. ისინი ცრუიან. ისინი იარაღს ჰყრიან უკანასკნელი 30 წლის მანძილზე.
განადგურების ნაცვლად სხვაგან მარხავენ იარაღს, ხოლო მოგვიანებით გამოაჩენენ. მათი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერება" –
უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ლონდონის ერთ-ერთმა მკვიდრმა, 58-წლის როიმ.
ირლანდიის რესპუბლიკური არმია სწყვეტს შეიარაღებულ ბრძოლას



იმ დროს, როცა ბრიტანეთი 21 ივლისის წარუმატებელი ტერორისტული თავდასხმის მონაწილეთა ძიებაშია, მეორე ტერორისტული ორგანიზაცია ყველას გასაგონად სამშვიდობო განცხადებას აკეთებს. ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ "ომი ჩრდილოეთი ირლანდიის" დამოუკიდებლობისათვის" ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელიც სამოციან წლებში დაიწყო, დამთავრებულია.


ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობის განცხადება ამ ორგანიზაციის წევრმა შოუნ უელშმა წაიკითხა ტელეეთერში {შოუნ უელშის ხმა}: "ჩვენი ორგანიზაციის ყველა შენაერთს ნაბრძანები აქვს - დაჰყარონ იარაღი. მოხალისეებს მიეთითათ წვლილი შეიტანონ პოლიტიკური და დემოკრატიული პროგრამების შემუშავებაში, რაც მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებზე იქნება დაფუძნებული. ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა მოხალისეებს - ეკრძალებათ".

განცხადებაში განთქვამია აგრეთვე, რომ იარაღის ჩაბარების ცერემონიალზე დასწრება შეუძლიათ როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებსაც. ამ განცხადებას უდიდესი კმაყოფილებით შეხვდა ბრიტანეთის მთავრობა და მრავალი პოლიტიკოსი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა {ტონი ბლერის ხმა}: "ეს ალბათ ის დღეა, როცა უსაფუძვლო ოპტიმიზმისა და არაერთი იმედგაცრუების შემდეგ, ბოლოს, მშვიდობამ - ომი, პოლიტიკამ - ტერორი შეცვალა ირლანდიაში".

ცალკეული პოლიტიკოსები პროვინციაში, ძირითადად რესპუბლიკური, კათოლიკური წრეებიდან, და არა მარტო პარტია შინ ფეინი, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს, ოპტიმისტურად შეხვდნენ ასევე ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას.

სამაგიეროდ, ჩვეულ სიფრთხილეს იჩენს მრავალი პროტესტანტი პოლიტიკოსი, ვინც ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში ჩრდილოეთ ირლანდიის დარჩენას უჭერს მხარს. სკეპტიკურადაა განწყობილი ზოგიერთი ექსპერტიც, ვინც იხსენებს წარსულში გაკეთებულ არაერთ მსგავს განცხადებას, რაც სულ მალე იქნა შემდგომ დარღვეული ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ.

როგორც ვარვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი პოლიტოლოგი დევიდ კარლტონი აღნიშნავს, თავად იმ ფაქტმა, რომ ტერორიზმმა დღეს მთელი მსოფლიო აღაშფოთა, ალბათ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილებამ - წერტილი დაუსვას ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის შეიარაღებულ ბრძოლას.
დევიდ კარლტონს ნაადრევად მიაჩნია ის ოპტიმიზმი, ბრიტანეთის მთავრობის წევრებში რომ გამოიწვია ირლანდიის რესპუბლიკური არმიის გადაწყვეტილებამ. კარლტონს არაერთი თანამოაზრე გამოუჩნდა ამ მხრივ ლონდონში.

"თუ გჯერათ, რომ ირლანდიის რესპუბლიკური არმია მართალს ამბობს, მაშინ სულ სხვა სამყაროში ცხოვრობთ. ისინი ცრუიან. ისინი იარაღს ჰყრიან უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. განადგურების ნაცვლად სხვაგან მარხავენ იარაღს, ხოლო მოგვიანებით გამოაჩენენ. მათი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერება" – უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ლონდონის ერთ-ერთმა მკვიდრმა, 58-წლის როიმ.
XS
SM
MD
LG