Accessibility links

logo-print

440 უზბეკი ლტოლვილი, რომლებმაც მეზობელ


440 უზბეკი ლტოლვილი, რომლებმაც მეზობელ ყირგიზეთს შეაფარეს თავი

440 უზბეკი ლტოლვილი, რომლებმაც მეზობელ ყირგიზეთს შეაფარეს თავი
გასულ მაისს ქალაქ ანდიჟანში მომხდარი სისხლისღვრის შემდეგ, რუმინეთში ჩაიყვანა დღეს თვითმფრინავმა. ლტოლვილთა ტრანსპორტირება გაეროს ლტოლვილთა უწყებამ განახორციელა. როგორც ამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, 15 ლტოლვილი, რომლებიც უზბეკეთის მთავრობის თხოვნით დააკავეს, სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშში რჩება. ყირგიზეთის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ამ 15 პირის განთავისუფლება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ უზბეკეთში მათ სერიოზული დანაშაული
არ ჩაუდენიათ.
XS
SM
MD
LG