Accessibility links

logo-print

პეკინში გრძელდება ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი


პეკინში გრძელდება ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე.

პეკინში გრძელდება ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის საკითხებზე.
მოლაპარაკებაში მონაწილეობენ კსდრ-ის, სამხრეთი კორეის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და იაპონიის წარმომადგენლები. მიღებული ცნობების თანახმად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა ერთობლივი განცხადების ტექსტის თაობაზე. აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ქრისტოფერ ჰილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: [ქრისტოფერ ჰილის ხმა] "ჩვენ გარკვეული დრო დაგვვჭირდება. პროცესი არც დღეს დამთავრდება და არც ხვალ. მართალია, ერთობლივი განცხადების ტექსტი შედარებით მოკლე იქნება, იგი მეტად მნიშვნელოვანია. მასში იქნება დებულებები, რომლებიც ერთი შეხედვით, შეიძლება არცთუ საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდივლეში ისინი ბევრს ნიშნავს ყველა მონაწილისთვის. ეს უაღრესად რთული მოლაპარაკებებია." ხვალ მოლაპარაკება გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG