Accessibility links

logo-print

აშშ-ის კოსმოსურ ხომალდ "დისკავერის" ეკიპაჟის


აშშ-ის კოსმოსურ ხომალდ "დისკავერის" ეკიპაჟის ორი წევრი დღეს ღია კოსმოსში გავიდა.

აშშ-ის კოსმოსურ ხომალდ "დისკავერის" ეკიპაჟის ორი წევრი დღეს ღია კოსმოსში გავიდა.
ასტრონავტებმა - იაპონელმა სოიჩი ნოგუჩიმ და ამერიკელმა სტივენ რობინსონმა - "შატლის" თერმოდამცველი ფილები შეაკეთეს, რასაც შვიდი საათი დასჭირდა. გარდა ამისა, მათ გატეხილი ანტენა ახლით შეცვალეს. ასტრონავტებმა გამოიყენეს ხელსაწყო, რომელიც ამგვარი დაზიანების შესაკეთებლად არის გამიზნული. ეს მოწყობილობა სპეციალისტებმა მას შემდეგ შექმნეს, რაც 2003 წელს კატასტროფა განიცადა კოსმოსურმა ხომალდმა "კოლამბიამ". სამშაბათისთვის და ოთხშაბათისთვის ღია კოსმოსში კიდევ ორი გასვლაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG