Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებით, ორშაბათს ის აუცილებლად


ირანის განცხადებით, ორშაბათს ის აუცილებლად განაახლებს ურანის გამდიდრებასა და ბირთვული საქმიანობის სხვა პროცესებს, რადგანაც ევროკავშირმა დათქმულ ვადაში არ წარმოადგინა

ირანის განცხადებით, ორშაბათს ის აუცილებლად განაახლებს ურანის გამდიდრებასა და ბირთვული საქმიანობის სხვა პროცესებს, რადგანაც ევროკავშირმა დათქმულ ვადაში არ წარმოადგინა
გეგმა, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისი უნდა დაიძლიოს.
წინადადებათა პაკეტის წარმოდგენის ბოლო ვადად თეირანმა ევროკავშირს 31 ივლისი განუსაზღვრა. თუმცა ლონდონის განცხადებით, "ბირთვული კრიზისის" დასაძლევი სრული და დეტალური გეგმის წარმოდგენას ევროპის კავშირი ერთ კვირაზე ადრე ვერ შეძლებს. დიდი ბრიტანეთი, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, აფრთხილებს თეირანს - არ გადადგას ეს ზიანის მომტანი ნაბიჯი, რადგანაც ამან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მოლაპარაკებები ირანსა და ევროკავშირის ქვეყნებს – ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას - შორის. ევროკავშირის ეს სამი ქვეყანა ირანს დახმარებას ჰპირდება იმ გარანტიის სანაცვლოდ, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები თეირანს ბირთვული იარაღის დამზადების მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა თეირანი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მისი ატომური საქმიანობა მშვიდობიანია და რომ ის მხოლოდ მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG