Accessibility links

logo-print

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მიმდინარე


ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე მხედარი ქალის ბრინჯაოს ფიგურა აღმოაჩინეს, რომლის ანალოგი საბერძნეთის კუნძულ სანოსზეა ნაპოვნი

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე მხედარი ქალის ბრინჯაოს ფიგურა აღმოაჩინეს, რომლის ანალოგი საბერძნეთის კუნძულ სანოსზეა ნაპოვნი
და ერთ-ერთ უიშვიათეს ექსპონატად ითვლება. როგორც პრაიმ-ნიუსს ცაიშიდან აცნობეს, არქეოლოგიური აღმოჩენა ცხადჰყოფს უძველესი კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების ურთიერთობას. თუმცა, გავრცელებული ცნობით, აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს მხედარი ქალის ბრინჯაოს ფიგურის ბერძნულ წარმოშობას. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში არქეოლოგიური გათხრები 15 ივლისიდან მიმდინარეობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნის სამარხში აღმოჩენილია კოლხური ფული, საბრძოლო იარაღები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით მოჭედილი ქამრები და სამკაულები.
XS
SM
MD
LG