Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს


ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს - ნასას ხელმძღვანელობამ ორშაბათს უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კოსმოსური ხომალდის – "დისკავერის" ეკიპაჟი.

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს - ნასას ხელმძღვანელობამ ორშაბათს უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კოსმოსური ხომალდის – "დისკავერის" ეკიპაჟი.
ხომალდი ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა მიერთებული. შაბათს ეკიპაჟის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხომალდს თერმოდამცავი შრის საიზოლაციო ფრაგმენტები აქვს მორღვეული. თუმცა კოსმოსური ხომალდის ფრენის კოორდინატორი პოლ ჰილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც ყოფილა, თუმცა კოსმოსურ ხომალდებს ამის გამო დედამიწაზე დაბრუნება არ გასჭირვებიათ. გავრცელებული ცნობით, კოსმოსური ხომალდი "დისკავერი" დედამიწას 7 აგვისტოს უნდა დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG