Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 ივლისს, პეკინში 6 სახელმწიფოს


31 ივლისს, პეკინში 6 სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო 5 საათის მანძილზე მსჯელობდნენ. თუმცა

31 ივლისს, პეკინში 6 სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო 5 საათის მანძილზე მსჯელობდნენ. თუმცა
ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესში, აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოვლინდა. განცხადების პროექტი ჩინეთის მიერ იყო წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელის ქრისტოფერ ჰილის განცხადებით, დოკუმენტის შეთანხმება რთული პროცესია და ის დროს მოითხოვს: (ქრისტოფერ ჰილის ხმა) "ამჟამად მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები დოკუმენტის ტექსტს შეისწავლიან და რადგანაც ყველას საკუთარი შენიშვნები აქვს და ყველას რაღაცის დამატება სურს, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, ძირითადად რომელ საკითხში ვერ თანხმდებიან ისინი". დოკუმენტის პროექტის ტექსტი ჯერჯერობით არ ქვეყნდება. სააგენტო რეიტერის ცნობით, ის მოიცავს მოწოდებას ფხენიანისადმი – უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკებათა წევრებმა კი, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკონომიკური დახმარება უნდა აღმოუჩინოს და უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. კორეის ორი სახელმწიფოს გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობს: ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი და იაპონია.
XS
SM
MD
LG