Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია მოუწოდებს ირანს - არ


გერმანია მოუწოდებს ირანს - არ ჩაშალოს მოლაპარაკება ევროკავშირთან,

გერმანია მოუწოდებს ირანს - არ ჩაშალოს მოლაპარაკება ევროკავშირთან,
რაც თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე არსებული ვითარების მოგვარებას ითვალისწინებს. როგორც გერმანიის საგარეო-პოლიტიკური უწყების მეთაურმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლებიც სულ მალე წარედგინება თეირანს. ადრე, ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ თუ რამდენიმე საათში არ მიიღებენ ევროკავშირის მიერ წამოყენებულ წინადადებათა სიას, მაშინ ირანის ერთ-ერთ საწარმოში ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამშაოები განახლდება. დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ევროკავშირის სახელით აწარმოებენ ირანთან მოლაპარაკებას, ცდილობენ დაიყოლიონ თეირანი - შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა, რასაც ეკონომიკური და ტექნიკური დახმარებით უპასუხებს ევროპა. ნოემბერში ირანმა შეაჩერა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
XS
SM
MD
LG