Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მეფის ფაჰდის გარდაცვალების


საუდის არაბეთის მეფის ფაჰდის გარდაცვალების გამო, ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა თავის ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. საუდის არბეთის მეფეს ამდენივე დღის განმავლობაში

საუდის არაბეთის მეფის ფაჰდის გარდაცვალების გამო, ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა თავის ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. საუდის არბეთის მეფეს ამდენივე დღის განმავლობაში
იგლოვებს სირია. ხოლო პაკისტანში გლოვა, ოფიციალური ინფორმაციით, ერთ კვირას გასტანს. მეფე ფაჰდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს მწუხარება მხოლოდ არაბულ ქვეყნებს არ გამოუხატავთ - სამშაბათს გლოვის დღეა ესპანეთშიც. საუდის არაბეთმა სამძიმრის წერილები მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ლიდერისგან მიიღო, მათ შორის არის - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მეფის სიკვდილის გამო 1 აგვისტოს დიდი მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. 82 წლის მეფეს, რომელიც საუდის არაბეთს 1982 წლიდან მართავდა, სამშაბათს დაკრძალავენ. სამეფო ტახტი კი, გარდაცვლილი მეფის უმცროსმა ძმამ – აბდულამ დაიკავა. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მეფის სიკვდილის ცნობა გავრცელდა, ნავთობის მსოფლიო ფასმა აიწია.
XS
SM
MD
LG