Accessibility links

logo-print

არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკის საავადმყოფოში


არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკის საავადმყოფოში

არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკის საავადმყოფოში
წუხელ გარდაიცვალა გემთშემკეთებელი ქარხნის კიდევ ერთი მუშა, რომელმაც დამწვრობა მიიღო ატომურ წყალქვეშა ნავში გაჩენილი ხანძრის შედეგად. გუშინ, როცა წყალქვეშა ნავში სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა, შედუღებისას დიზელის საწვავიდან წამოყული ორთქის აალება მოხდა. შემდუღებელი მყისვე დაიღუპა; მეორე მუშა რეანიმაციაში მოათავსეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, რადიაციული დასხივების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ატომური რეაქტორი მოხსნილი იყო წყალქვეშა ნავიდან. მომხდართან დაკავშირებით არხანგელსკის ოლქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
XS
SM
MD
LG