Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მოკლეს გენერალური პროკურორის მოადგილე


თეირანში მოკლეს გენერალური პროკურორის მოადგილე მასუდ მოღადასი, რომელიც კონსერვატიული ძალების წარმომადგენლად ითვლებოდა.

თეირანში მოკლეს გენერალური პროკურორის მოადგილე მასუდ მოღადასი, რომელიც კონსერვატიული ძალების წარმომადგენლად ითვლებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე ერთმა შეიარაღებულმა პირმა (ის მოტოციკლზე იჯდა) ესროლა მოღადასის, რომელიც ის-ის იყო ოფისიდან გამოვიდა. მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. თეირანის პოლიციის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. მოღადასიმ ბოლო წლებში სახელი გაითქვა რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან კავშირის გამო: 2001 წელს მან ციხეში გაუშვა ჟურნალისტი აკბარ განჯი, რომლის სტატიებშიც ლაპარაკი იყო ირანის ხელმძღვანელობის კავშირზე დისიდენტების მკვლელობებთან. ასევე მოღადასიმ რამდენიმე დღით ციხეში გაამწესა იურისტი შირინ ებადი, რომელიც მოგვიანებით ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს.
XS
SM
MD
LG