Accessibility links

logo-print

4 აგვისტოს თბილისში გაიმართება ქართულ-აფხაზური


4 აგვისტოს თბილისში გაიმართება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება

4 აგვისტოს თბილისში გაიმართება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება
უსაფრთხოების გარანტიებისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსი" იუწყება, ამის შესახებ სოხუმში ვიზიტისას განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პირადმა წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ. მისივე თქმით, მოლაპარაკებაზე განიხილავენ დევნილების დაბრუნების საკითხს. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კი, ასევე "მედიანიუსის" ცნობით, გაიმართა ქართული და აფხაზური დელეგაციების არაოფიციალური შეხვედრა. მისი მონაწილის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას თქმით, ვენაში განიხილეს მხარეებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენის საკითხები.
XS
SM
MD
LG