Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს გააკრიტიკა ლატვია და ესტონეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს გააკრიტიკა ლატვია და ესტონეთი
რუსულენოვანი უმცირესობების დისკრიმინაციის გამო. პუტინის კრიტიკის საგანი იყო ენის კანონი, რომელიც ამ რესპუბლიკების რუსულენოვან მოსახლეებს, პუტინის თქმით, უძნელებს მოქალაქეობის მიღებას. მან ამ საკითხზე ილაპარაკა ფინეთში პრეზიდენტ ტარია ჰალონენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ჰალონენმა უარყო პუტინის კრიტიკა: ფინელი პრეზიდენტის განმარტებით, ენის საკითხი ლატვიასა და ესტონეთში ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით მოგვარდა. პუტინი უკვე დაბრუნდა სამშობლოში ფინეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG