Accessibility links

logo-print

ოთხშაბათს ერაყში, მდინარე ევფრატის ხეობაში


ოთხშაბათს ერაყში, მდინარე ევფრატის ხეობაში, 14 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მათი ავტომანქანა გზისპირას დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.

ოთხშაბათს ერაყში, მდინარე ევფრატის ხეობაში, 14 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მათი ავტომანქანა გზისპირას დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში გზისპირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ეწირებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ტეხასში გამოსვლისას, აღნიშნა, რომ გარდაცვლილებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგება მისიის წარმატებით დასრულება იქნება. ჯორჯ ბუში ერაყიდან ჯარების დროზე ადრე გამოყვანას გამორიცხავს. ოთხშაბათსვე, სამხრეთ ერაყის ქალაქ ბასრაში მოკლული იპოვეს ნიუ-იორკელი ჟურნალისტი სტივენ ვინსენტი, რომელიც, ერაყელ თარჯიმანთან ერთად, სამშაბათს საღამოს მოიტაცეს. ჟურნალისტს მრავალი ნატყვიარი აღენიშნება. თარჯიმანი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი. ჟურნალისტთა დამცავი (ნიუ-იორკში მდებარე) ცენტრის ინფორმაციით, 2003 წლის მარტიდან მოყოლებული, ერაყის ომის გაშუქების დროს, სულ მცირე 46 ჟურნალისტი და 20 მედია-ასისტენტია დაღუპული.
XS
SM
MD
LG