Accessibility links

თეირანმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით გადადოს


თეირანმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით გადადოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობის განახლება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა

თეირანმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით გადადოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობის განახლება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა
ტომ კეისიმ კმაყოფილება გამოხატა და თეირანის გადაწყვეტილებას "პოზიტიური ფაქტი" უწოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვიარას, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, თეირანი ბირთვული პროგრამის 2 დღეში განახლებით იმუქრებოდა. ასეთი სისწრაფე გამოწვეული იყო იმით, რომ ევროკავშირმა ირანისთვის სასურველ ვადებში არ წარმოადგინა ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისის დაძლევის პროექტი. ევროკავშირი აპირებს, ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ, ირანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. ევროპა, და არა მხოლოდ ევროპა, შიშობს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან სახეს არ ატარებს. თუმცა თავად თეირანი ამას უარყოფს.
XS
SM
MD
LG