Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა რამდენიმე დღით გადადო თავისი


ირანმა რამდენიმე დღით გადადო თავისი ბირთვული პროგრამის განახლება.

ირანმა რამდენიმე დღით გადადო თავისი ბირთვული პროგრამის განახლება.
ჰასან როუჰანიმ, რომელიც ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროპის კავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ თეირანი მზადაა დაიცადოს პარასკევამდე, როცა ევროკავშირი ახალ წინადადებებს წარმოადგენს. როუჰანის თქმით, შესაძლოა უკვე შაბათს განახლდეს ბირთვული სამუშაოები. ევროკავაშირი ეკონომიკურ დახმარებას სთავაზობს თეირანს, თუ ეს უკანასკნელი გამდიდრებული ურანის წარმოებაზე იტყვის უარს. ევროკავშირის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკება ირანთან "კრიტიკულ ფაზაშია" შესული.
XS
SM
MD
LG