Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა იტალიას გადააბარა დღეს ავღანეთში


თურქეთმა იტალიას გადააბარა დღეს ავღანეთში განთავსებული

თურქეთმა იტალიას გადააბარა დღეს ავღანეთში განთავსებული
ნატოს მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქებით მოიხსენია ნატოს წევრი-ქვეყნები და განხორციელებული სამშვიდობო მისიისათვის მადლობა გადაუხადა მათ. "ავღანელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მრავალეროვან კოალიციაში მონაწილე სახელმწიფოთა შვილების მიერ გაღებულ მსხვერპლს, ვინაიდან ამან ჩვენს შვილებს მისცა სწავლისა და ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას", - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა. თურქეთი განვლილი 6 თვის განმავლობაში მეთაურობდა ავღანეთში განთავსებულ 8,500-კაციან მრავალეროვან სამშვიდობო კონტინგენტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში 18 სექტემბრისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოება. ხსენებული მრავალეროვანი კონტინგენტი 2001 წელს შეიქმნა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ ავღანეთში თალიბების რეპრესიული რეჟიმი დაამხო.
XS
SM
MD
LG