Accessibility links

logo-print

სუდანში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის წითელი


სუდანში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის წითელი ნახევარმთვარის ცნობით,

სუდანში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის წითელი ნახევარმთვარის ცნობით,
130 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 350-დე დაიჭრა ქვეყანაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ძალადობის შედეგად მას შემდეგ, რაც მეამბოხეთა ყოფილი ლიდერი და სუდანის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ გარანგი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პრეზიდენტმა ომარ ჰასან ალ-ბაშირმა შვეულმფრენის კატასტროფის საგულდაგულოდ გამოძიება ბრძანა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, შვეულმფრენის ავარია უბედური შემთხვევითაა გამოწვეული. გარანგი ადრე მეამბოხეთა მოძრაობას ხელმძღვანელობდა სამხრეთ სუდანში, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა ხართუმის ისლამისტ მთავრობას. სუდანის სახალხო განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და მთავრობამ იანვარში მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ჯონ გარანგი ბოლო დროს კოალიციური მთავრობის შექმნას ცდილობდა.
XS
SM
MD
LG