Accessibility links

logo-print

6,000-ზე მეტი პოლიციელი საგუშაგოდაა მობილიზებული


6,000-ზე მეტი პოლიციელი საგუშაგოდაა მობილიზებული ლონდონის ქუჩებში,

6,000-ზე მეტი პოლიციელი საგუშაგოდაა მობილიზებული ლონდონის ქუჩებში,
მეტროს სადგურებსა და საკვანძო ობიექტებზე. როგორც იუწყებიან, არანაირი კონკრეტული საფრთხე არაა მოსალოდნელი. უშიშროების საგანგებო ზომები იმიტომაა მიღებული, რომ სწორედ ხუთშაბათს - 7 სა და 21 ივლისს - მოხდა აფეთქებები ლონდონის მეტროსა და ავტობუსებში. დღეს ბრიტანეთის დედაქალაქში სასამართლოს წინაშე წარსდგება პირველი ბრალდებული 21 ივლისს ტერაქტების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით. წამყენებული ბრალდების თანახმად ისმაილ აბდურაჰმანმა გამოძიებას დაუმალა ინფორმაცია, რომელსაც აფეთქებების მომზადებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაპატიმრება უნდა მოჰყოლოდა.

XS
SM
MD
LG