Accessibility links

თურქეთმა კატეგორიულად უარყო საფრანგეთის მოთხოვნა


თურქეთმა კატეგორიულად უარყო საფრანგეთის მოთხოვნა,

თურქეთმა კატეგორიულად უარყო საფრანგეთის მოთხოვნა,
რომ ვიდრე მასთან მოლაპარაკება დაიწყება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ანკარამ კვიპროსის ბერძნული სახელმწიფო სცნოს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ ყოველგვარ დამატებით პირობას უარყოფს. საფრანგეთის მთავრობის მეთაურს დომინიკ დე ვილპენს მიაჩნია, რომ აბსურდული იქნებოდა მოლაპარაკების დაწყება თურქეთთან, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის აღიარებაზე ამბობს უარს. მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე 3 ოქტომბერს უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG