Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,
რომ "ალ-ყაიდის" ახალი მუქარები ვერ აიძულებს ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს, შეცვალონ პოლიტიკა ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში. არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ ჯაზირამ" დღეს თავისი ეთერით გადასცა "ალ ყაიდის" იერარქიაში მეორე კაცის - აიმან ზაუაჰრის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი. ამ გამოსვლაში ზაუაჰრიმ მუქარა გამოთქვა დიდი ბრიტანეთის მისამართით, ხოლო შეერთებულ შტატებსა და ერაყში მოქმედ მის მოკავშირეებს დაემუქრა, ვიეტნამზე უარესი საშინელებები დაგატყდებათ თავზეო. აი, რა თქვა ჯორჯ ბუშმა ამასთან დაკავშირებით: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ზაუაჰრი იმათ რიცხვშია, ვინც 2001 წლის 11 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდა. ის არის "ალ-ყაიდის" წევრი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავს უთხრა: მოდი, მიზნების მიღწევა ამერიკაზე თავდასხმით ვცადოთო. მათ, როგორც ჩანს, არაფერი გაეგებოდათ ჩვენი ქვეყნის ბუნებისა. მაშინ მე პირობა დავდე, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ იერიშს დავიწყებდით. ჩვენი ვალია - როგორც ამერიკელი ხალხის, ისე თავისუფლებისმოყვარე ყველა სხვა ქვეყნის წინაშე - პასუხი ვაგებინოთ ამ მკვლელებს." დღესვე, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარი თავისი მისიის დასრულებამდე დარჩება ერაყში.
XS
SM
MD
LG